აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი ისევ გაიმეორეს, რომ „ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ამერიკა კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხედავს“.
ვედანტ პატელს ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის კონტექსტში ჰკითხეს, ხომ არ არის მსგავსი მსჯელობა კონგრესშიც, რაზეც უპასუხა, რომ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას კონგრესში რაიმე კონსულტაციაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში მეორედ ინიცირებული კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ შემაშფოთებელია.