რა არის გახშირებული ავარიების მიზეზი?

29 იანვარი 2020, 18:23 1822 ნახვა

გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე პასუხისმგებლობას ექსპერტები ხელისუფლებას აკისრებენ, მთავრობა კი  მძღოლებს. სპეციალისტების შეფასებით, ჯარიმა, საპატრულო კონტროლი და ტექდათვალიერება არსებულ რეალობაში უშედეგოა.

საუბრობენ სპეციალური სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზს გააკეთებს, დაადგენს მიზეზებს, დაგეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს, შემდეგ გაატარებს და ამ პროცესს ექნება მონიტორინგი. როგორც ირკვევა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს საგზაო უსაფრთხოების სამსახური. რა არის გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი და რას აკეთებს ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად?

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში