31 წლის ქალს, სასწრაფოდ ესაჭიროება მეოთხე დადებითი ჯგუფის სისხლი

22 იანვარი 2020, 21:32 3637 ნახვა

31 წლის ქალს, სასწრაფოდ ესაჭიროება მეოთხე დადებითი ჯგუფის სისხლი,  პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სამი ტყუპის დედის დასახმარებლად სამედიცინო დაწესებულებაში ათობით მოქალაქე, მას შემდეგ  მივიდა, რაც ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ. ნათესავის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის გასაღებად 30-მდე მოქალაქე მივიდა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა და მას სისხლი კვლავ ესაჭიროება. ახალშობილი ორი გოგონა და ერთი ბიჭია. მაღალი წნევის გამო, დედას შვიდი თვისას საკეისრო კვეთა დასჭირდა. ბავშვები ინკუბატორში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ვისაც შეგვიძლია დახმარება გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 595 321 008.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში