ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ხანძარია

21 იანვარი 2020, 15:41 2750 ნახვა

ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ, სხვენში გაჩნდა. მეზობლებმა დაკვამლიანება შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. 

საპატრულო პოლიციას ქუჩა გადაკეტილი აქვს და ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

შემთხვევის დროს სახლში ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.  

ორსართულიანი სახლიდან მეზობლებიც გამოვიდნენ და ისინი ეზოში არიან შეკრებილები. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

ადგილზეა სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადაც. 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში