სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაცია განაგრძეს

14 იანვარი 2020, 18:16 459 ნახვა

სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაცია განაგრძეს. უკანონო ინსტალაციები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმართეს. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.  ჩორჩანის ბორდერიზაციას სახელმწიფო მინისტრი სასიცოცხლო არხის გადაკეტვად და მოსახლეობის მძევლად აყვანად აფასებს.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,  საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებზე, საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსშია. ოპოზიცია კი  საპირისპიროს ამტკიცებს, ამბობენ, რომ მმართველი გუნდი  არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე წამოიჭრას ოკუპაციის პრობლემა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში