პატარა სახლები ძაღლებისთვის შუახევში

09 იანვარი 2020, 20:24 2751 ნახვა

ზამთრის სუსხიანი დღეებისგან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პატარა სახლები დადგეს. ინიციატივა მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრს ხატია ხიმშიაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ერთი წლის წინ მეგობარი ძაღლი გარდაეცვალა. ამბობს, რომ ამ ფორმით სურს იზრუნოს მიუსაფარ ძაღლებზე და სხვებსაც აჩვენოს მაგალითი, რომ ზრუნვა აუცილებელია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში