რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა კარვები დაშალეს - დაკავებულია 9 პირი

31 დეკემბერი 2019, 00:59 280 ნახვა

გუშინ გვიან ღამით პარლამენტის წინ კარვები დაშალეს და ტერიტორია წყლის მანქანებით გაწმინდეს. კარვების დაშლა სავარაუდოდ, საახალწლო ღონისძიებებს უკავშირდება. გაწმენდითი სამუშაოები 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე დაიწყო.

რუსთაველის კარვების აყრის შემდეგ მერია საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა.

პარლამენტის შენობის წინ ასევე იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები. ისინი პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვების დაშლას აპროტესტებენ. 

რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც  მერიის სამსახურებმა კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკის აღება დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა 9 ცხრა პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

''უწყების განცხადებით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა რამდენიმე თვეა არის განლაგებული. აქ ერთ წელზე მეტია დგას პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დადეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების კარვები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში