რატომ არ ჩქარობს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხის განხილვას?

10 დეკემბერი 2019, 18:28 696 ნახვა

რატომ არ ჩქარობს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხის განხილვას? ოპოზიციაში აცხადებენ,რომ სავარაუდოდ უმრავლესობის ნაწილი კანონის ჩაგდებას ცდილობს და თავიდან ირიდებენ ამით გამოწვეულ უხერხულობას, უმრავლესობაში  კენჭისყრაზე, საკითხის ამ დრომდე არ გატანას, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების ლოდინით ხსნიან, დავით გაბაიძე  ამბობს, მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზადაა,მაგრამ განსხვავებული საარჩევნო სისტემების ქონა მთელ რიგ იურიდიულ და ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სხვადასხვა საარჩევნო სისტემებს არ კრძალავს

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში