ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

29 ნოემბერი 2019, 17:38 1840 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9695 ლარია. ევრო კი 3.2676 ლარი ეღირება.

29 ნოემბერს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9744 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0049-ით გამყარდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 ნოემბერს შევა ძალაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში