თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. სულ 13 კომპანია მონაწილეობდა და ჟიურიმ საუკეთესო კონცეფტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კომპლექსურია და ინფრასტრუქტურის გარდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას ითვალისწინებს, დამონტაჟდება სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.