სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე მომუშავე ფონდს მთავრობამ ფართი გადასცა    

29 ნოემბერი 2019, 11:19 808 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფონდ "იალქანს", რომელიც წლებია რეგიონში პროსტიტუციაში ჩაბმული არასრულწლოვნების, ძალადობის მსხვერპლი მოზარდების, უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვებისა და სკოლის მიღმა აღმოჩენილი მოსწავლეების საკითხებზე მუშაობს,150 კვადრატული მეტრ შენობას  10 წლიანი სარგებლობით გადასცემს.   გარდა ამისა, ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისული თავშესაფრის 24 საათიან პროგრამაშიც ჩაერთვება, რომელიც 10 ბავშვზეა გათვლილი.

გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"როგორც იცით, რეგიონში მუშაობს ფონდი "იალქანი", რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე მუშაობენ, ასევე სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან. მათ ქონდათ შენობის პრობლემა, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მათ ფართს გამოვყოფთ" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

საქველმოქმედო ფონდ "იალქანის" საქმიანობის შესახებ და შენობის პრობლემის თაობაზე, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაერთხელ მოამზადა სიუჟეტი.  11 ნოემბერს კი, აჭარის მაუწყებელმა  ფონდი "იალქანის" შენობის პრობლემის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დავუსვით კითხვა.   თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ  საკითხს იცნობს და რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი