მამუკა ხაზარაძეს კონსტიტუციური საკითხები სავარაუდოდ ნაკლებად ესმის - უგულავა 

17 ნოემბერი 2019, 22:54 1566 ნახვა

''მამუკა ხაზარაძე გამოცდილი ფინანსისტია, მაგრამ კონსტიტუციის საკითხები და ასეთი ნიუანსები, სავარაუდოდ, ნაკლებად ესმის'' - ასე უპასუხა გიგი უგულავამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის  შეკითხვას, რომელიც ''ლელოს'' დამფუძნებლის გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ თქვა, რომ  მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი, პროპორციული არჩევნებია. დროებით მთავრობის საკითხს კი არასერიოზულად უყურებს. ასევე არ ემხრობა რევოლუციურ სცენარს.

ოპოზიციურ გაერთიანების მოთხოვნებს შორის კი, ერთ-ერთი სწორედ ხელისუფლების გადაყენება და დროებითი მთავრობის დანიშვნაა. 

''ის არ იყო შეკრებაზე, მისი წარმომადგენლები იყვნენ... თანხმობა განაცხადეს იმ 3 პუნქტზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რიგგარეშე არჩევნები სწორედ მთავრობის გადადგომის ან ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში ინიშნება. ამიტომ თუ უჭერს მხარს რიგგარეშე არჩევნებს ავტომატურად უჭერს მხარს მთავრობის გადადგომას. იმიტომ, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირშია. ერთი მეორეს არა თუ ეწინაააღმდეგება, ერთმანეთიდან გამომდინარეობს,''  - თქვა გიგი უგულავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში