ქართველმა მოციგურავეებმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს

05 ნოემბერი 2019, 10:35 276 ნახვა

ქართული წყვილი მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას შემადგენლობით, საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით გამართული ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.შეჯიბრი გრან-პრის პარალელურად, 2014 წლიდან ტარდება , ამჯერად კი, ტურნირი ჩინეთის ქალაქ დონგუანში გაიმართა .2019 წლის აზიის ღია პირველობის ტურნირზე სპორტულ ცეკვებში შეჯიბრში 8 ქვეყნის წარმომადგენელი 11 წყვილი ჩაერთო და მათ შორის ქართველებიც იყვნენ. რევიამ და კაზაკოვამ მოკლე პროგრამაში 67.68 ქულით მე-3 შედეგი დააფიქსირეს, თავისუფალ პროგრამაში კი 106.95 ქულით მეორეები იყვნენ.

საბოლოო ჯამში, ქართველ სპორტსმენთა მონაგარი 174.63 ქულა იყო, რაც ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი. ოქროს მედლები კი ამერიკელებმა მოიპოვეს 191.55 ქულით მოიპოვეს, ხოლო ვერცხლი კი 176.38 ქულით რუსებს დარჩათ. ამ გამარჯვებით რევიამ და კაზაკოვამ სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში