შეცდომების და უკონტროლობის შედეგი - ხელისუფლებას 73 მილიონის ხარჯვის გამო აკრიტიკებენ

04 ნოემბერი 2019, 20:10 1329 ნახვა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოში შევიდა. დოკუმენტში ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი ე.წ. ოცნების ქალაქს ეხება. დაგვიანებით ჩაბარებული პროექტის შემდეგ,  მშენებლობის დასაწყებად ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, არადა ბიუჯეტში თანხის ნაწილი წელსაცაა გათვალისწინებული. ჯამში კი მთავრობა მომდევნო 4 წელიწადში 73 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.  

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო - როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი და მესამე სექტორის წარმომადგენელი მაშინაც ამბობდა, უნებართვოდ დაკავებული ტერიტორიის საკითხი თავის დროზე რომ მოგვარებულიყო, მთავრობას ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დახარჯვა აღარ მოუწევდა.

გასული წლის დაპირების შემდეგ კი საკითხი ახლა უკვე ისე დგას რომ ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები გარანტიებს ითხოვენ. გარანტია და არათანაბარ მიდგომად შეფასებული ბიუჯეტის ხარჯვა?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში