ტელეკომპანია "მაესტროზე" მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

03 ნოემბერი 2019, 13:59 273 ნახვა

მორიგი კიბერთავდასხმა "მაესტროზე". ტელეკომპანიის, „Facebook​“ - გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პარალიზებულია ცენტრალური საეთერო, სერვერები, სამონტაჟოები და შიდა ქსელი. შეფერხებით მუშაობს არხის Facebook გვერდიც.

შეგახსენებთ, 28 ოქტომბრის მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად ტელეკომპანია „იმედმა“ და „მაესტრომ“ მაუწყებლობა შეწყვიტეს. გარდა ამისა, დაიჰაკა ათასობით სხვადასხვა ვებგვერდი, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამთავრობო და კერძო ვებგვერდები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში