უჩა აბაშიძის დაკავების საქმე

12 მაისი 2024, 11:25 373 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი ცოლ-ქმრის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ აბაშიძეს ბრალი დაუმძიმდა და ახლა მას პირადი ცხოვრების ხელყოფასაც ედავებიან.

მოსამართლემ სხდომა დახურა. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის მხრიდან პატიმრობის შუამდგომლობას ელოდება, თუმცა აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმება.

შოთა თუთბერიძე დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან, მისი თქმით, ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი.

თავად უჩა აბაშიძე და მისი ცოლი კი პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს ძალის გადამეტებასა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი