პროკურატურამ სამხედრო ბლოგერს, უჩა აბაშიძეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიება მას პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
ადვოკატის გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ეს იქნება ბოლო კომუნიკაცია მედიასთან.