დღეს “დინამო” ბათუმი “თელავს” უმასპინძლებს

11 მაისი 2024, 10:28 545 ნახვა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ “დინამო” ბათუმი ქალაქის მთავარ სტადიონზე ბრუნდება, სადაც მოედნის საფარის განახლების პროცესი დასრულდა.

დღეს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმელები “თელავს” უმასპინძლებენ. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

გასული 12 ტურის შემდეგ ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ “დინამოს” 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს, თელაველები კი 11 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

დღეს ბათუმური კლუბი საქართველოს ჩემპიონატში საიუბილეო მე-900 შეხვედრას ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში