პატიმარი რომელმაც თერმომეტრი გადაყლაპა პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში მოათავსეს

02 ნოემბერი 2019, 18:26 1152 ნახვა

პატიმარმა, რომელმაც თერმომეტრი გადაყლაპა, თავისივე თანხმობის საფუძველზე N 18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში მოათავსეს. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ,რომ საქმეს სწავლობენ და მსჯავრდებულის მონახულებას აპირებენ. ამ დრომდე უცნობია სახალხო დამცველის პოზიცია. პატიმრის მიერ, მაუწყებლისთვის გამოგზავნილ წერილში ის ამბობს, რომ სიცხის საზომი თერმომეტრი 14 დღის წინ გადაყლაპა.

გვიყვება, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ექიმებს არ ენდობა და სხვა სამკურნალო დაწესებულებაში ითხოვს გადაყვანას. პატიმარი ასევე გვწერს, რომ სურს აღმოსავლეთში მოიხადოს სასჯელი, სადაც ახლობლები მის მონახულებას შეძლებენ.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო კი პროტესტის ნიშნად მიიყენა თვითდაზიანება. პატიმარს გუშინ, უკვე ესაუბრა და ფაქტი დაგვიდასტურა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ. მისი განცხადებით, პატიმარმა მართლაც მიიღო არასაკვები ნივთიერება და ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში