ნაცნობი და უცნობი დიდი ბრიტანეთი

05 ოქტომბერი 2019, 18:15 1160 ნახვა

,,აღმოაჩინე  სიახლე უკვე ნაცნობი დიდი ბრიტანეთის შესახებ“ - ეს არის სლოგანიც და მიზანიც  რის გამოც ბათუმში ბრიტანეთის მოძრავი საელჩო გაიხსნა. ლონდონის სკვერში  საინფორმაციო კუთხე იყო მოწყობილი, სადაც ბათუმელებს  დიდი ბრიტანეთის შესახებ  მნიშვნელოვანი და ასევე  უცნობი  ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. 

საინფორმაციო სტენდებთან მისულებს  ბრიტანეთის შესახებ კითხვარიც დახვდათ ,მათ ვინც კითხვებზე სწორი  პასუხები გასცა    სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მოძრავი საელჩო  ბრიტანეთის  სეზონის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც   ღონისძიება  საქართველოს სხვა ქალაქშიცაა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში