ხიხანის ქუჩაზე ომერაძეების ოჯახის გამოსახლება იგეგმება - აქცია ხელვაჩაურში

25 სექტემბერი 2019, 17:38 1469 ნახვა

ხელვაჩაურში, ხიხანის ქუჩის მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მოქალაქეებზე, რომელთა საკუთრებაშიც დიდი ძაბვის ქსელი გადის, საკმარის კომპენსაციებს არ იხდის.

იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც კომპენსაციის გაზრდის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს, ექსპროპრიაციით ჩამორთმეული საკუთრებიდან, ნივთების გატანის საშუალებას არ აძლევენ. ერთ კვირაში  ხიხანის ქუჩაზე ომერაძეების ოჯახის გამოსახლება იგეგმება. 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში  გვითხრეს, რომ ომერაძეებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს პირობა, მათ საკუთრება ჯერ კიდევ თებერვალში უნდა დაეტოვებინათ. ოჯახს ნივთების გატანა შეუძლია, გარდა კარ-ფანჯრებისა და სახურავისა, რადგან მასში კომპანიას თანხა აქვს გადახდილი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში