დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ

22 სექტემბერი 2019, 11:24 1382 ნახვა

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის 3 თვის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის 15, აზერბაიჯანის 4, ინდოეთის - 8, სომხეთის - 4, მაროკოს - 5, ირანი - 5, ერაყი - 1, ავღანეთის - 1, ეგვიპტის - 1 მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე 8 პირი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში