აქციებზე დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

19 აპრილი 2024, 10:02 384 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 14 პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. ყველა მათგანის სხდომა გადაიდო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 24-25 აპრილს დაინიშნა.

პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამი დღის განმავლობაში, სულ 27 პირი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი