პირს, რომელსაც მკვლელობისთვის 23 წელი ეძებდნენ პრეზიდენტმა შეიწყალა 

17 სექტემბერი 2019, 23:46 1567 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით მკვლელობაში მსჯავრდებულმა ციხე, დაახლოებით, სამი კვირის წინ დატოვა. 

საქმე ეხება 1994 წელს თბილისში მომხდარ ინციდენტს. ჩხუბისას ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ერთი, გიორგი ქოიავა კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობისთვის ბრალი ზურაბ ნადირაძეს წაუყენეს. 

ის საქართველოდან წავიდა და ბრალდებულის ექსტრადირებას ქართული მხარე 23 წლის განმავლობაში ცდილობდა. 

ზურაბ ნადირაძეს დაუსწრებლად 15 წელი მიესაჯა, ხოლო ამნისტიის შესახებ კანონის მიხედვით სასჯელი 11 წლამდე შეუმცირდა. ზურაბ ნადირაძე ჩეხეთმა ქართულ მხარეს 2017 წელს გადასცა და სწორედ მას შემდეგ იხდიდა სასჯელს. 

ნადირა შევარდნაძის დროს სახელმწიფო უწყების თანამშრომელი იყო. 

სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულზე 34 პატიმარი შეიწყალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში