გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

31 აგვისტო 2019, 11:11 1386 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი +100 კგ. წონით კატეგორიაში ნახევრაფინალში გავიდა. 24 წლის ქართველმა ფალავანმა ჰოლანდიელი ჰენრიკ გროლი იპონით დაამარცხა და ოქრის მედალს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

მანამდე თუშიშვილმა მესამე წრეში ტაჯიკი ტემურ რახიმოვი დაამარცხა. მეორე წრეში კი ინდოელ შუმბჰამ კუმარს სძლია. გურამს პირველი წრის შეხვედრა არ უჭიდავია.

ნახევარფინალში გურამის მეტოქე იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა იქნება.

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.

ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია და გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

იაპონიაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 143 ქვეყნის 828 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში