გორში ცეცხლის ღია კერები აღარ არის - სამუშაოებში სამი ვერტმფრენი ჩაერთო - საგანგებო

23 აგვისტო 2019, 10:07 1293 ნახვა

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 250-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა.

დილით კი პროცესებში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო. 

ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში