საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან  საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

18 აგვისტო 2019, 12:30 296 ნახვა

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან  საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. მეჯვრისხევის მაცხოვრებელი იოსებ დვალიშვილი, სავარაუდოდ, იმავე ტერიტორიის სიახლოვეს გადაადგილდებოდა, სადაც გუშინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 7 მამაკაცი დააკავეს. გუშინ, გატაცებულები კი ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.

თანასოფლელები აცხადებენ, რომ გატაცებულები სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მიმდებარედ არსებულ სალოცავში აპირებდნენ ასვლას. მათივე თქმით, ეკლესია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს, სადაც ხშირად გადაადგილდებიან შეიარაღებული ფორმიანები, ე.წ. მესაზღვრეები. საქართველოს მოქალაქეების გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზია ამოქმედებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში