ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს

23 ივლისი 2019, 17:44 612 ნახვა

ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს.

ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს 23 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ეკა ბესელია ვირთხას შეადარა.

“ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია”,-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა და დამოუკიდებელი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა. 

ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდგომ გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი