ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ონლაინ მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა

08 ივლისი 2019, 14:29 2062 ნახვა

საქართველოს "კრისტალბეთ ეროვნული" ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციები უკვე რამდენიმე წელია ინტერნეტის საშუალებითაც გადაიცემა.

მაყურებელს შეუძლია ეროვნული ლიგის ოფიციალური ,,იუთუბ’’ არხის საშუალებით  ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატს თვალი ადევნოს.

ტელევიზიით შეხვედრების ტრანსლაციებს  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელეკომპანია ო2 გადასცემს.

საერთო ჯამში, ინტერნეტით ,,იუთუბის’’ პირდაპირი ეთერის დახმარებით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციებს,  ამ დროისთვის 1 100 000-ზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

937 000-ზე  მეტმა ადამიანმა "ეროვნული ლიგის" მატჩებს  ოფიციალური ,,იუთუბ’’ არხის საშუალებით უყურა.

162 000 ზე  მეტმა გულშემატკივარმა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ‘’იუთუბ’’ არხის მეშვეობით.

ინტერნეტით ყველაზე ნახვადი მატჩი იყო ქუთაისის ,,ტორპედოსა’’ და ბათუმის ,,დინამო’’ შეხვედრა წყალტუბოში. ტრანსლაციას ჯამში 33 300-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ყველაზე ცოტა მაყურებელი კი თბილისის ,,ვიტ ჯორჯიასა’’ და რუსთავის ,,რუსთავის’’ შეხვედრას ყავდა. მატჩის პირდაპირ ეთერს 1 100-მა ინტერნეტმომხმარებელმა უყურა.

"კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში" მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის 105 მატჩი გაიმართა, გამომდინარე აქედან საშუალოდ ერთ მატჩს 10 450 მაყურებელი უყურებდა.

ინტერნეტ სივრცეში ყველაზე ყურებადი 11 მატჩის  ტრანსლაციიდან  8  ბათუმის ,,დინამოს’’ მატჩია.

ეროვნული ჩემპიონატის მატჩები, რომლებსაც ინტერნეტში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა:

ქუთაისის ,,ტორპედო’’ - ,,დინამო’’ ბათუმი - 33 300 მაყურებელი

,,დინამო’’ ბათუმი - ,,დინამო’’ თბილისი - 28 300 მაყურებელი

,,დინამო’’ ბათუმი - თბილისის ,,საბურთალო’’ - 22 600 მაყურებელი

,,დინამო’’ თბილისი - ,,დინამო’’ ბათუმი  -  21 000 მაყურებელი

,,დინამო’’ ბათუმი - ქუთაისის ,,ტორპედო’’ -  19 900 მაყურებელი

,,დინამო’’ ბათუმი - თბილისის ,,ვიტ ჯორჯია’’ - 19 000 მაყურებელი

თბილისის ,,საბურთალო’’ - ,,დინამო’’ ბათუმი - 18 800 მაყურებელი

ქუთაისის ,,ტორპედო’’ - თბილისის ,,საბურთალო’’ - 18 800 მაყურებელი

გორის ,,დილა’’ - ,,დინამო’’ ბათუმი   - 16 900 მაყურებელი

თბილისის ,,საბურთალო’’ - დინამო ,,თბილისი’’ - 16 900 მაყურებელი

,,დინამო’’ თბილისი - ქუთაისის ,,ტორპედო’’ - 16 900 მაყურებელი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2 აგვისტოს 22-ე ტურის მატჩით ბოლნისში ადგილობრივი ,,სიონისა’’ და თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ მატჩით  განახლდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი