„ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონი „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტით გაიხსნა

17 ივნისი 2019, 11:54 1169 ნახვა

„ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონი ამერიკულმა ჯგუფმა „ბლექ აიდ ფისმა“ გახსნა.  ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოს ბოლო ალბომის, მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა.

კონცერტის მსვლელობის დროს ჯგუფის წევრებმა სცენაზე 13 წლის სანდრო გოგიშვილი აიყვანეს და რამდენიმე სიმღერის განმავლობაში ერთად ცეკვავდნენ.

მოგვიანებით ჯგუფის წევრებმა დარბაზში გულშემატკივრებთან გადაინაცვლეს და რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში  ბლექ სი არენაზე შემდეგი კონცერტი 6 აგვისტოს გაიმართება, სადაც ქართველი მაყურებლის წინაშე  ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი წარსდგება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში