გაზიფიცირების პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში

13 ივნისი 2019, 18:10 277 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდეს ხელვაჩაურისა და ქედის მოსახლეობას რეგიონის პირველმა პირმა და  გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მაღალმთიანეთის გაზიფიკაცია მალე დასრულდება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს აჭარის 4-ი მუნიციპალიტეტის 23 სოფელში ახორციელებს.

202 სოფელში დაგეგმილია წინასაპროექტო მოკვლევის ჩატარება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამური ღირებულება 692 000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები, რის შედეგადაც ოთხი ათასამდე აბონენტს ექნება შესაძლებლობა მოიხმაროს ბუნებრივი აირი. მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება და მისი სავარაუდო ღირებულება 15 მილიონ ნახევარი  ლარია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი