ვინ ჩაანაცვლებს ბათუმის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნებს ჯერ უცნობია

03 ივნისი 2019, 21:15 1505 ნახვა

ვინ ჩაანაცვლებს ბათუმის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნებს ჯერ უცნობია - ბათუმის მერი სასამართლოს განჩინებას ელოდება. ამის შემდეგ გადაწყდება ვიცე-მერის და მერიის სხვა თანამშრომლებისთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. საკითხს დღეს მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა - თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მიუხედავად დაკავებისა სამსახურებში მუშაობა არ უნდა შეფერხდეს.

შაბათს გახდა ცნობილი, რომ დაკავებულ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს მოსამართლემ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 2 თვის თავზე მოითხოვა არსებითი განხილვის დაწყება პროკურატურამაც - სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა გაითვალისწინა. შეგახსენებთ, დაკავებულებს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და მითვისებას, ამასთან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „იაფი სახლის“ პროექტის გარდა, პროკურატურამ ახსენა „აჭარგანათების“ მიერ მოგებული ერთ-ერთი ტენდერიც - პროკურორს დეტალები არც დღეს დაუზუსტებია, აცხადებს, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც გრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში