სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს პატიმრობა შეუფარდა

21 აგვისტო 2016, 00:00 1428 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სურმავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე დააკავა.

ამავე კატეგორიაში