რატომ ვერ ირეგისტრირებენ სარგებლობაში არსებულ მიწებს სარფში?

23 მაისი 2019, 21:15 1406 ნახვა

მიწების დარეგისტრირებას ითხოვენ მოქალაქეები სარფში  - ეჭვობენ, რომ სარგებლობაში არსებულ მიწებს, რომლებიც ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მალე გაასხვისებენ. აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიების გაყიდვით ისტორიული სოფელი ავთენტურობას დაკარგავს.

ხელისუფლება მიწის რეფორმის მოლოდინშია. ამასთან, ხელვაჩაურის მერია ჰპირდება მოქალაქეებს რომ საკითხს მიწის აღიარების კომისია განიხილავს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ საარქივო ამონაწერი ექნებათ.

რაც შეეხება მთავრობის ბალანსზე არსებულ მიწებს, მათი განკარგვის წესს ორგანული კანონი განსაზღვრავს, პროექტის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი