პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს იწყება

13 მაისი 2019, 14:54 232 ნახვა

კომპეტენციის დასადასტურებლად მასწავლებელთა რეგისტრაცია დღეს, 13 მაისს დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; 

პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი,  ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;

მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი