დაცულ ტერიტორიაზე ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის შესაძლებლობა განიხილება

11 აპრილი 2019, 00:00 1267 ნახვა

მთავრობა დაცულ ლანდშაფტში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორციელების დაშვებას ითხოვს. ეს არაგვისა და თრუსოს ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების პარალელურად ხდება. ინიციატივას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო სექტორსა და სხვათა შორის, პარლამენტშიც.  

რა წერია მთავრობის ინიციატივაში - როგორ შეეხება იგი დაცულ ლანდშაფტებს, ან შეეხება თუ არა სხვა დაცულ ტერიტორიებს, მათ შორის მაჭახლის ხეობას? რას აპროტესტებენ დარგის სპეციალისტები?

ირინე წუწუნავა მოგვიყვება - ცნობისთვის, ეს მეორე შემთხვევაა ბოლო პერიოდის პარლამენტში, როდესაც მთავრობის ინიციატივას მმართველი გუნდის წევრები იწუნებენ - განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებების და მარიამ ჯაშის წინააღმდეგობის შემდეგ, ახლა უკვე გარემოს დაცვის მინისტრს უწუნებენ ინიციატივას შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში