მაიკოვსკის ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია მეორე დღეა გადაკეტილია

05 მარტი 2019, 00:00 1507 ნახვა

მაიკოვსკის ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია მეორე დღეა გადაკეტილია. მერიაში განმარტავენ რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ამ მონაკვეთზე  მოძრაობა კიდევ 20-25  დღის განმავლობაში შეიზღუდება.

გზაზე კეთილმოწყობით სამუშაოებს შპს გზები აწარმოებს, პროექტის მიხედვით დაეგება ასფალტი და სანიაღვრე სისტემა შეიცვლება, რისთვისაც 4 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება. მაიაკოვსკის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელ დაიწყო, პროექტი ორ წლიანია და  წლის ბოლომდე დასრულდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში