მგზავრები​ ბათუმი-ქუთაისის მატარებლის გასვლას დღეს ერთი საათი ელოდნენ

19 ოქტომბერი 2018, 00:00 4590 ნახვა

მგზავრები  ბათუმი-ქუთაისის მატარებლის სადგურიდან გასვლას, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელოდნენ. რეისი დაგვიანებით შესრულდა.  

საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მატარებელი 8 საათისა და 35 წუთის ნაცვლად, ბათუმის სადგურიდან 9 საათსა და 41 წუთზე გავიდა. 

დაგვიანების მიზეზებზე ცხელი ხაზის ოპერატორებს ინფორმაცია არ აქვთ.  

დღეს ბათუმიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა. როგორც უწყებაში ამბობენ, ჩქაროსნული მატარებელი თბილისის მიმართულებით დაგეგმილ დროს, შეფერხებების გარეშე გავიდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში