საჭადრაკო ოლიმპიადაზე დარიგებულ სასაჩუქრე რუკებზე საქართველო ოკუპირებული რეგიონების გარეშეა

04 ოქტომბერი 2018, 00:00 14781 ნახვა

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოხალისეებმა სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა აღმოაჩინეს, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხივანლის რეგიონის გარეშეა აღნიშნული. მოხალისეებმა ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ კი რამდენიმე წუთის წინ განცხადებას გაავრცელა.

„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდეს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი მანსიისკიდან დელაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აბობს. რომ ამ ფაქტის გამო რუსეთის ფედერაციამ ბოდიში მოიხადა. 

რუკები სასაჩუქრე პაკეტიდან  უკვე ამოიღეს. გიორგი გიორგაძემ ფაქტი გაუგებრობად შეაფასა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში