ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა 82-ე სეზონი გახსნა

15 სექტემბერი 2018, 00:00 1285 ნახვა

,,ზანზარასა და ჩუს თავგადასავალი“ -  ასე ჰქვია სპეკტაკლს, რომლის პრემიერაც დღეს ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა   თეატრის რიგით 82 თეატრალურ სეზონის გახსნას მიეძღვნება.

ლელა ცუცქირიძის პიესას  სცენაზე რეჟისორი ნინო დავითაშვილი გააცოცხლებს. სპეკტაკლში ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა   თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. პრემიერა 13 საათზე პატარებისთვის გაიმართება ხოლო 19 საათზე მოწვეული სტუმრებისთვის. 

ამავე კატეგორიაში