28 წლის მამაკაცის ცხედარი მყვინთავებმა ქემალფაშაში იპოვეს

10 სექტემბერი 2018, 00:00 12189 ნახვა

თურქეთში, ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. სამძებრო სამუშაოები დაბა ქემალფაშას მიდამოებში მიმდინარეობდა.

გაუჩინარებულ კაცს 12 მყვინთავი ეძებდა. სამუშაოებში ჩართული იყო ორი კატარღაც. 

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ. 

თურქეთში იმყოფებოდნენ არჩილ ყურშუბაძის ოჯახის წევრები და ახლობლები.  

მძღოლი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცმა გუშინ ავტომობილი ავტოსადგომზე გააჩერა და ზღვაში შევიდა.  რამდენიმე წუთში კი მისი კვალი გაქრა.

ახალგაზრდა კაცს თურქი მაშველები გუშინაც ეძებდნენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში