ავარიის  შედეგად  ქვეითი  დაშავდა

24 ივლისი 2018, 00:00 1909 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ლეონიძის ქუჩაზე  ორ გაჩერებულ ავტომობილს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  აქედან ერთ-ერთი შემდეგ ქვეითს დაეჯახა, რომელიც დაშავდა.

16 წლის გოგო ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ზედაპირული ტრამვები აღენიშნება. მედიკოსების ინფორმაციით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველ ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში