ესტაკადის ხიდის მოწყობა იწყება

18 აპრილი 2018, 00:00 2389 ნახვა

ბათუმის ესტაკადის მშენებლობის ახალი ეტაპი - ხიდის მოწყობის სამუშაოები იწყება. ამჟამად სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: უშუალოდ ესტაკადის მშენებლობა და ასაქცევი გზის მოწყობა. ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება.

მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს. პროექტის ბიუჯეტი - 15 მილიონ 297 ათას 410 ლარია. პროექტი ითვალისწინებს - ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.

ამავე კატეგორიაში