სასაზღვრო ინსპექციის ახალი პუნქტი ადლიაში

05 მარტი 2018, 00:00 2203 ნახვა

აჭარაში შემოსავლების სამსახურის საბაჭო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში პირველად, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გაიხსნა, რომელიც ორ ბლოკს მოიცავს. ერთი განკუთვნილია ვეტერინარული, მეორე კი ფიტოსანიტარული და არაცხოველური წარმოშობის სურსათის კონტროლისთვის.

ამიერიდან იმპორტირებული თუ ექსპორტზე გასატანი ტვირთი ადგილზე გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და საჭიროებისამებრ ადგილზე იქნება მათი დასაწყობება შესაძლებელი სპეციალურ სამაცივრე ოთახებში.

ამ დრომდე მსგავს კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი ფოთის სასაზღვრო ინსპექციის გავლით შემოდიოდა. სასაზღვრო პუნქტის თანამედროვე აპარატურით აღჭურვისთვის ევროკავშირმა 474 ათას 223 ლარი გამოყო, შემოსავლების სამსახურმა კი შენობა ნაგებობისთვის და სამაცივრე ოთახებისთვის 576 ათას 919 ლარი.

მსგავსი პუნქტების მოწყობა იგეგმება: კარწახის, წითელი ხიდის, სადახლოსა და ყაზბეგის გამშვებ პუნქტებზე.

ამავე კატეგორიაში