ცვილის მუზეუმში არქიტექტორები ოფისის გახსნას გეგმავენ

19 სექტემბერი 2017, 00:00 4038 ნახვა

შენობა რომლის ბედიც ჯერ კიდევ ვერ გადაწყდა – ფარნავაზ მეფისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში ცვილის მუზეუმად წოდებული შენობა, რომელშიც ცვილის ფიგურები მართლაცაა განთავსებული, გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღარავის უნახავს. შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე, ფიგურების შეძენასა და დეკორაციული სცენის მოწყობისთვის რეგიონის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯა, წლებია დაკეტილია. ობიექტის მფლობელი არქიტექტორთა კავშირია, რომელიც შენობას არ თმობს.

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ფიქრობს, რომ ფიგურები სხვადასხვა მუზეუმში უნდა გადანაწილდეს, შენობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად იქცეს. რამდენად რეალური და ლოგიკურია, სპეციალური ტემპერატურისა და პირობების აუცილებლობის ფონზე, ცვილის ფიგურების სხვადასხვა მუზეუმში განთავსება და რას ფიქრობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში