პრეზიდენტი NDI-ის მისიას შეხვდა

13 ივნისი 2016, 00:00 2503 ნახვა

8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. ენდიას წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია განიხილეს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვედრებს წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავენ, რის საფუძველზეც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებას მოამზადებენ.

ამავე კატეგორიაში