უბედური შემთხვევა ბათუმში

31 იანვარი 2017, 00:00 5650 ნახვა

დედა - შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, გარდაცვლილები სამართალდამცველებმა სახლში იპოვეს. უბედური შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა რის შემდეგაც ისინი სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეზობლების ინფორმაციით დედა შვილი გაიყინა, რისი მიზეზიც ელექტროენერგიის გათიშვა გახდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობს „მთავარის“ გადამღები ჯგუფები.

 

ამავე კატეგორიაში