მეორედ გასხვისებული გოგირდის აბანოები

14 იანვარი 2017, 00:00 2828 ნახვა

ძვალსახსროვანი პათოლოგიების სამკურნალო გოგირდის წყალი, რეგიონისთვის შესაძლოა ერთ ერთ სავიზიტო ბარათად იქცეს. მახინჯაურში გერმანელების მიერ გასულ საუკუნეში აღმოჩენილი სამკურნალო წყალი, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიით,  აჭარის მთავრობამ გაასხვისა. ირინე წუწუნავა მოგვიყვება დეტალებს. 

 გოგირდის წყლებთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყოფილი სასტუმროს “მზიურის” ტერიტორიაც გაასხვისა. მიწის ნაკვეთი იგივე კომპანიამ შეიძინა და ჯამში ობიექტებზე 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. რა პირობებით გასხვისდა გოგირდის აბანოები აჭარის ეკონომიკის სამინიტროდან ინფორმაციის მიღება შევძელით, თუმცა უქმეების გამო კომენტარი არავინ გააკეთა. ყაზახი ინვესტორებისგან დაბრუნებული ობიექტები, როგორც გავარკვიეთ კვლავ ყაზახეთის მოქალაქის დაფუძნებული კომპანიის მფლობელობაში გადადის. შპს “სტატოტელის” 100 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს “კაპიტოლ ჰოლდინგია”.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში