2 თებერვალი - მსოფლიო #ჭარბტენიანი #ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

08 თებერვალი 2021, 17:41 7082 ნახვა

2 თებერვალი - მსოფლიო #ჭარბტენიანი #ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

2 თებერვალს -  მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე იყო. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველ წელს აღნიშნავენ.

მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს მიუერთდა. 1997 წლიდან კოლხეთის ეროვნულ პარკს და ქობულეთის დაცულ ტეროტორიებს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, 2020 წელს მათ ჯავახეთის დაცული ტერიტორიებიც შეუერთდა.

საერთაშორისო აღიარების მქონე- საქართველოს უნიკალური ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიების გამორჩეულობის შესახებ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს -დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროს - ნატო სულთანიშვილ გვპასუხობს კითხვებზე.