ტყის საერთაშორისო დღე - ტყე ჩვენთვის რესურსი არ არის, ის თავად სიცოცხლეა

25 მარტი 2024, 15:24 3463 ნახვა

ტყის საერთაშორისო დღე - ტყე ჩვენთვის რესურსი არ არის, ის თავად სიცოცხლეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოში, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ტყე დედამიწაზე არსებული ხმელეთის მესამედს შეადგენს თუმცა, ყოველწლიურად, ადამიანები მილიონობით ჰექტარ მიწას ითვისებენ, რაც ტყის საფარის მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს. ტყის დაცვასა და აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმების კეთილდღეობისთვის

ტყის მსოფლიო დღეზე და მის მნიშვნელობაზე ვსაუბრობ დღეს გადაცემაში, კითხვებზე კი მპასუხობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი